შეწყალებულმა პატიმრებმა ციხეები უკვე დატოვეს. გლდანის მე-8 დაწესებულებიდან 8 მსჯავრდებული გათავისუფლდა, 15 პატიმარმა დატოვა ქსნის მე-15 დაწესებულება. პატიმრები გათავისუფლდნენ გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდანაც.
"პრეზიდენტმა შეგვიწყალა. რა თქმა უნდა, კარგია, შვილო... ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს, თავისუფლებას ვუსურვებ ყველას", - ამბობს "კურიერთან" ერთ-ერთი შეწყალებული პატიმარი.