გეოპოლიტიკა 2026 - არქტიკაში ძალთა ახალი გადანაწილება იწყება. ყინულოვანი კუნძული ტრანსატლანტიკური დაძაბულობის ახალი წერტილია. ამერიკა - ნატო - დანია - გრენლანდია - მოლაპარაკების მაგიდაზე ხელშეკრულება დევს, რომელიც კუნძულზე შეერთებული შტატების სამომავლო კონტროლის პირობებს განსაზღვრავს და არქტიკაში ჩინეთისა და რუსეთის გავლენებს ასუსტებს.
ამერიკული ინტერესი და გრენლანდიის საკითხი ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე. ტრამპის გზავნილი მკაფიო იყო - მან კუნძული ამერიკის უსაფრთხოების აუცილებელ ელემენტად გამოაცხადა და პირდაპირ მოითხოვა მისი გადაცემის პროცედურის დაწყება. "ნატოს ამერიკის გარეშე თავდაცვა არ შეუძლია, შტატებს კი საკუთარი უსაფრთხოებისთვის სტრატეგიულ წერტილში მდებარე გრენლანდია სჭირდება" - ასეთია ამერიკის პოზიცია.
მიუხედავად იმისა, რომ ძალის გამოყენება ფორმალურად გამორიცხა, ტრამპის გზავნილი ევროპაში მაინც მუქარად შეფასდა - უარის შემთხვევაში შედეგებზე ღია მინიშნებით.
ავტორი: ნათია ჩეხერია