19 ივნისი 2026,   06:14
ვრცლად
დონალდ ტრამპის განცხადებით, შტატებმა ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციის დროს ახალი, საიდუმლო იარაღი გამოიყენა

დონალდ ტრამპის განცხადებით, შტატებმა ვენესუელის ავტორიტარი ლიდერის, ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციის დროს ახალი, საიდუმლო იარაღი გამოიყენა. 47-ე პრეზიდენტმა, New York Post-თან ინტერვიუში საიდუმლო იარაღს "დისკომბობულატორი" უწოდა.

ტრამპმა თქვა, რომ საიდუმლო იარაღმა მადუროს დაცვის "აღჭურვილობა დააზიანა", როდესაც ამერიკული ვერტმფრენები 3 იანვარს კარაკასში ვენესუელის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის დასაკავებლად ჩაფრინდნენ.

მედია წერს, რომ ტრამპი სავარაუდოდ, იმ მოწყობილობას გულისხმობს, რომელსაც სხვა სისტემების "დაბნევა" ან წყობიდან გამოყვანა შეუძლია.

დღის ამბები