08 აგვისტო 2026,   15:32
ვრცლად
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ მარტვილის მუნიციპალიტეტში აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ჯინჭარაძე მარტვილის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა, მათ მდგომარეობასა და საჭიროებებს პირადად გაეცნო და დახმარებას დაჰპირდა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე სამეგრელო-ზემო სვანეთის სხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებთანაც აპირებს შეხვედრას.

დღის ამბები