19 აგვისტო 2026,   16:45
ვრცლად
"მიუხედავად იმისა, "ქართული ოცნება" შეიტანს სარჩელს, BBC-გან მოითხოვს ბოდიშის მოხდას, შედეგი იქნება ის, რომ საერთაშორისო გამოძიება შედგება" - ლაშა ფარულავა

"ქართული ოცნება" BBC-ის წინააღმდეგ - პროცესი დაწყებულია. ამ ეტაპზე, საჩივარი უშუალოდ ბრიტანეთის მაუწყებელშია შესული.

იმ შემთხვევაში, თუ BBC საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს იტყვის, პროცესი გაერთიანებული სამეფოს კომუნიკაციების კომისიაში, შემდეგ ადგილობრივ სასამართლოსა და არ არის გამორიცხული, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც გაგრძელდეს.

"ქართული ოცნება" BBC-გან, მათი შეფასებით, დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური რეპორტაჟის ყველა პლატფორმიდან აღებას და ბოდიშის მოხდას ითხოვს. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ BBC-ის მიერ მომზადებულ ე.წ. საგამოძიებო ფილმს პოლიტიკური კონტექსტი აქვს.

საკითხს აფასებენ ოპოზიციურ სპექტრშიც. პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა რას მოითხოვს "ქართული ოცნება" მთავარია, რომ თემასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიება შედგება და ყველა დამნაშავე დაისჯება.

"მიუხედავად იმისა, "ქართული ოცნება" შეიტანს სარჩელს, BBC-გან მოითხოვს ბოდიშის მოხდას, შედეგი იქნება ის, რომ საერთაშორისო გამოძიება შედგება. ყველა დამნაშავე აუცილებლად დაისჯება", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

 

დღის ამბები