11 აგვისტო 2026,   18:42
ვრცლად
მოლდოველი, რუმინელი ხალხი, კულტურულად და ეთნიკურად ერთი ხალხია და დემოკრატიულად მიიღებენ გადაწყვეტილებას საკუთარი სახელმწიფოს საკითხებთან დაკავშირებით - ლაშა ფარულავა

მოლდოვის პრეზიდენტი რუმინეთთან შესაძლო გაერთიანებაზე საუბრობს. მაია სანდუ ამბობს, რომ რეფერენდუმის შემთხვევაში, ის გაერთიანებას მხარს დაუჭერდა.

სანდუმ საკუთარი პოზიცია რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარებით ახსნა და თქვა, რომ დღევანდელ პირობებში მოლდოვისთვის დამოუკიდებლად გადარჩენა სულ უფრო რთული ხდება.

თბილისში აცხადებენ, რომ ეს არის კიდევ ერთი მაგალითი როგორ ასრულებენ გარე დაკვეთებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, საკუთარი ხალხის, ქვეყნის სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესების დაკარგვის ხარჯზე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, მოლდოველი, რუმინელი ხალხი, კულტურულად და ეთნიკურად ერთი ხალხია და ისინი დემოკრატიულად მიიღებენ გადაწყვეტილებას საკუთარი სახელმწიფოს საკითხებთან დაკავშირებით.

"მოლდოველი, რუმინელი ხალხი, კულტურულად და ეთნიკურად, ფაქტობრივად ერთი ხალხია. შესაბამისად, ისინი დემოკრატიულად მიიღებენ გადაწყვეტილებას საკუთარი სახელმწიფოს საკითხებთან დაკავშირებით. არის კონკრეტული მაგალითი - მოლდოვა, რომელმაც დაიცვა დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და აქვს მშვიდობა. ქვეყანა, რომელიც მიდის მშვიდობით ევროპისკენ", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

დღის ამბები