მოლდოვის პრეზიდენტი რუმინეთთან შესაძლო გაერთიანებაზე საუბრობს. მაია სანდუ ამბობს, რომ რეფერენდუმის შემთხვევაში, ის გაერთიანებას მხარს დაუჭერდა.
სანდუმ საკუთარი პოზიცია რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარებით ახსნა და თქვა, რომ დღევანდელ პირობებში მოლდოვისთვის დამოუკიდებლად გადარჩენა სულ უფრო რთული ხდება.
თბილისში აცხადებენ, რომ ეს არის კიდევ ერთი მაგალითი როგორ ასრულებენ გარე დაკვეთებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, საკუთარი ხალხის, ქვეყნის სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესების დაკარგვის ხარჯზე.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ერთი მხრივ, ევროკავშირი ამბობს, რომ მოლდოვა ეს არის სახელმწიფო, რომელიც იმსახურებს მოლაპარაკებების გახსნას და მეორე მხრივ, მოლდოვის პრეზიდენტი ამბობს, რომ მას როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს არსებობა უჭირს და შეუძლებლადაც მიაჩნია.
"ერთი მხრივ, ევროკავშირი ამბობს, რომ მოლდოვა ეს არის სახელმწიფო, რომელიც იმსახურებს მოლაპარაკებების გახსნას და მეორე მხრივ, მოლდოვის პრეზიდენტი ამბობს, რომ მას როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს არსებობა უჭირს და შეუძლებლადაც მიაჩნია. ვხედავთ თუ როგორ გამოიყენება პოლიტიკური სპეკულაციისათვის ევროკავშირის წევრობა არ წევრობის, მოლაპარაკების დაწყება არ დაწყების საკითხი. საქართველო, რომელიც თავისი განვითარების მთელი მიმართულებით, ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურების მიერ ჩატარებული და მათი დაკვეთით გაკეთებული კვლევებით არის ლიდერი სახელმწიფო თითქმის ყველა მიმართულებით, რაც კი რეიტინგები არსებობს, ამ დროს, საქართველოზე ამბობენ, რომ ის არ არის მზად. რატომ? იმიტომ, რომ აქ გარკვეული პოლიტიკური მიზნის მიღწევა სურთ, რაც არანაირად არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ამიტომ იყენებენ შანტაჟის იარაღებს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.