11 აგვისტო 2026,   18:00
ვრცლად
პრემიერი აბუ-დაბიში ვიზიტის შესახებ: ღონისძიებაზე ხაზს გავუსვამთ მდგრადი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შესწავლას და საქართველოს, როგორც ტრანზიტისა და ინოვაციების რეგიონული ცენტრის პოტენციალს

"ვმონაწილეობ აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულში, რომელიც გლობალური ფორუმია მდგრადი განვითარების, სუფთა ენერგიისა და ინოვაციების სფეროში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მისივე თქმით, ღონისძიებაზე საქართველოში მდგრადი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრებენ.

"ღონისძიებაზე ხაზს გავუსვამთ მდგრადი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შესწავლას და საქართველოს, როგორც სუფთა ენერგიის, ტრანზიტისა და ინოვაციების რეგიონული ცენტრის პოტენციალს", - წერს ირაკლი კობახიძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად აბუ-დაბიში იმყოფება.

დღის ამბები