08 აგვისტო 2026,   18:06
ვრცლად
თბილისში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება - პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფელია მოწყობილი

თბილისში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება - დილიდან ხალხმრავლობაა პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც საახალწლო სოფელია მოწყობილი. მაღალი მოთხოვნის გამო მერიამ ვადა გაახანგრძლივა და საახალწლო სოფელი სტუმრებს 7 იანვრის ნაცვლად, 14 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.

გაგრძელდება წარმოდგენები, განსხვავებული ჟანრის კონცერტები, გასართობი, კულტურული, საგანმანათლებლო, საბავშვო და სხვადასხვა თემატური აქტივობები. მთელი დღის განმავლობაში პატარების განწყობაზე თოვლის ბაბუა და ანიმატორები ზრუნავენ.

ადგილზე ასევე წარმოდგენილია ქართველი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთები.

დღის ამბები