ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ქალაქის ცენტრალურ გამზირზე, მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაში ადგილობრივმა ანსამბლებმა და შემოქმედებითმა ჯგუფებმა მიიღეს მონაწილეობა.
ზუგდიდში შემდეგი საახალწლო კონცერტი 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს გაიმართება და ზუგდიდელების წინაშე ნუცა ბუზალაძე იმღერებს.