11 აგვისტო 2026,   18:36
ვრცლად
"ჩემი და ჩემი მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის სახელით ვულოცავ პატრიარქს აღსაყდრების იუბილეს, ვუსურვებ მას ჯანმრთელობას და მხნეობას, რათა კიდევ მრავალი წელი იღვაწოს მართლმადიდებლური ფასეულობების განმტკიცებისათვის" - ბიძინა ივანიშვილი

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინა ხვედელიძე პატრიარქს აღსაყდრების იუბილეს ულოცავენ - ამის შესახებ განცხადება "ქართულმა ოცნების" ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

"48 წელია საქართველოს სულიერი მამა, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ღირსეულად, პატიოსნად ემსახურება ჩვენს ეკლესიას, ჩვენს რწმენასა და სამშობლოს.

შეუფასებელია უწმინდესის ღვაწლი ქართველების ერთიანობის, ქრისტიანობისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში. მრავალი ქარტეხილის მიუხედავად, თითქმის ნახევარი საუკუნეა ილია მეორე ღირსეულად ატარებს ერის სულიერი მამის მძიმე ჯვარს.

ჩემი და ჩემი მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის სახელით ვულოცავ პატრიარქს აღსაყდრების იუბილეს, ვუსურვებ მას ჯანმრთელობას და მხნეობას, რათა კიდევ მრავალი წელი იღვაწოს მართლმადიდებლური ფასეულობების განმტკიცებისათვის. ბიძინა ივანიშვილი", - ნათქვამია გავცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები