05 აგვისტო 2026,   21:00
ვრცლად
ახალი წლის მოახლოება სულ უფრო მეტ რეგიონში იგრძნობა - "საახალწლო დღეები" დღეს ქუთაისში, ხობში, ადიგენსა და კასპში იმართება

ახალი წლის მოახლოება, საქართველოს მასშტაბით, სულ უფრო მეტ რეგიონში იგრძნობა. "საახალწლო დღეების" მასპინძელი დღეს ოთხი მუნიციპალიტეტი იყო. ქუთაისში, ხობში, ადიგენსა და კასპში დილიდან არაერთი აქტივობა იმართება. საშობაო ბაზრობა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო სივრცეები და თოვლის ბაბუას კუთხე სპეციალურად ახალი წლის დღეების ფარგლებში მოეწყო.

ქალაქების ცენტრში მოსულ სტუმრებს ანიმატორები და ზღაპრის გმირები ხვდებიან, ცენტრალურ ქუჩებსა და პარკებში კი დეკორაციებია მოწყობილი. ტრადიციულ საშობაო ბაზრობაზე მონაწილეობის იღებენ მეწარმეებიც, რომლებიც სტუმრებს საკუთარ პროდუქციას სთავაზობენ.

ქვეყნის მასშტაბით "ახალი წლის დღეები" საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და "შემოქმედებითი საქართველოს" მხარდაჭერით იმართება.

დღის ამბები