08 აგვისტო 2026,   21:26
ვრცლად
ეს ეკონომიკური ზრდის ახალ წყაროებზე ორიენტირებული სტრატეგიაა, რომელიც გულისხმობს ქვეყნის თანამედროვე სახის წარმოჩენას, ახალი ინვესტიციების მოზიდვას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას - სერბეთის ფინანსთა მინისტრი ბელგრადში "იგლ ჰილსის" პროექტზე

საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი სერბეთში გრძელდება. მიხეილ ყაველაშვილს დღეს ალექსანდარ ვუჩიჩი კიდევ ერთხელ უმასპინძლებს. ამჯერად შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.

პრეზიდენტს და ქართულ დელეგაციას სერბეთის ფინანსთა მინისტრმა ბელგრადში "იგლ ჰილსის" პროექტი დაათვალიერებინა. ეს არის ყველაზე მაღალი შენობა ცენტრალურ ევროპაში, პროექტი 100 ჰექტარზეა განთავსებული. ათი ათასი ახალი სამუშაო ადგილი და ათ მილიარდამდე ევრო ქვეყნის ეკონომიკაში, ფინანსთა მინისტრმა "იგლ ჰილსის" ინვესტიციის შედეგებზაე ისაუბრა.

"ის, რასაც აქ ხედავთ, ევროპის ამ ნაწილში უძრავი ქონების ყველაზე მასშტაბური პროექტია. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მაღალი შენობის 41-ე სართულზე. ქალაქ ბელგრადში ეს პროექტი მოიცავს 100 ჰექტარ ტერიტორიას და დაახლოებით 2 მილიონ კვადრატულ მეტრ ახალ განაშენიანებას — საცხოვრებელ, კომერციულ და ბიზნეს დანიშნულების ობიექტებს. აღნიშნულმა ინვესტიციამ შექმნა დაახლოებით ათი ათასი ახალი სამუშაო ადგილი და დღემდე ათ მილიარდამდე ევროს მოცულობის ეკონომიკური წვლილი შეიტანა სერბეთის ეკონომიკაში. ეს არის ეკონომიკური ზრდის ახალ წყაროებზე ორიენტირებული სტრატეგია, რომელიც გულისხმობს ქვეყნის თანამედროვე სახის წარმოჩენას, ახალი ინვესტიციების მოზიდვას და მოქალაქეებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. თუ რაიმე ფორმით შეგვიძლია დახმარება, მზად ვართ გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ხელი შევუწყოთ იმას, რომ თქვენი ქვეყანაც განვითარდეს და აყვავდეს, ისევე როგორც ჩვენი", - განაცხადა სერბეთის ფინანსთა მინისტრმა სინიშა მალიმ.

დღის ამბები