"სამხედრო საქმე" - საჯარო სკოლებში საპილოტე პროექტი მიმდინარეობს.
თავდაცვის და განათლების სამინისტროების ერთობლივი პროექტის მიზანია ცნობადობის ამაღლება თავდაცვის ძალების შესახებ. ქვეყნის მასშტაბით 137 საჯარო სკოლაში, მე-9 კლასის მოსწავლეებს საგანს თავდაცვის ძალების თადარიგის ოფიცრები ასწავლიან.