06 აგვისტო 2026,   17:02
ვრცლად
ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი ყოფილი მოადგილის და ბურჭულაძის ცოლის ძმის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი ყოფილი მოადგილის, გიორგი ხაინდრავასა და ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა.

წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. სახელმწიფო ბრალდება ჯუანშერ ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული 9-დან 12-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.  

"ნაწილობრივ დოკუმენტაცია სცნო დაუშვებლად. ამ დოკუმენტაციის ნაწილი ამოღებულია. დაუშვებლად სცნო ის ნაწილი, რაზეც მოწმე, რომელი ამ შპს-ს ბუღალტერი იყო, განმარტებას აძლევდა თითოეულ გადარიცხვა-გადმორიცხვასთან და ა.შ. დაკავშირებულ ინფორმაციას ფლობდა. არსობრივად, ამაში არაფერი არ იცვლება, ყველა ის დოკუმენტაცია, რაზეც მას პასუხი უნდა გაეცა, საქმეში დევს. ჯუანშერ ბურჭულაძეს ჰქონდა შესაბამისი შემოსავლები და ის წარდგენილი ბრალდება არ შეესაბამება რეალობას", - აცხადებს ადვოკატი  დიმიტრი ხაჩიძე.  

კომენტარი გააკეთა პროკურორმა. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ დღევანდელ სხდომაზე განიხილებოდა მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხი. 

"დღევანდელ სხდომაზე განიხილებოდა მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხი, მათ შორის ბრალდების მხარემ დააყენა დაცვის მხარის გარკვეული დაუშვებლობაზე. რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ამოირიცხა დაცვის მხარის ნუსხიდან და ისინი ვეღარ შეძლებენ აღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევას. მათ შორის, დღეს გადაწყდა ის საკითხიც, რომ საქმე გადაეცა სასამართლოს არსებითად განსახილველად და ეს ნიშნავს იმას, რომ 2025 წლის 25 დეკემბერს, დაიწყება უკვე საქმის არსებითი განხილვა", - აცხადებს პროკურორი.

დღის ამბები