3-წუთიანი ინტერვიუთი ამერიკის ყოფილმა მაღალჩინოსანმა 25-წლიანი დუმილი დაარღვია. როგორ ახდენდნენ ენჯეოები საზოგადოებაზე გავლენას, როგორ ფინანსდებოდა სხვადასხვა სახელმწიფოების მთავრობები და მედია. ლოურენს უილკერსონმა პროფესორ გლენ დისენის პოდკასტში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მუშაობის სქემაზე ისაუბრა. თქვა, რომ CIA-ის აგენტები მსგავს პრაქტიკას არაერთ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინასა და საქართველოში, იყენებდნენ.
აშშ-ის გადამდგარი პოლკოვნიკი დეტალურად ხსნის სქემას, თუ რაში იხარჯებოდა ფულადი რესურსი. კოლინ პაუელის გარემოცვის წევრი იხსენებს, რომ ყიდულობდნენ გაზეთების რედაქტორებს, ტელევიზიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო კი მათ გაფილტვრას იწყებდა, მისაღებ პერსონებს კი ასწავლიდა, თუ როგორ უნდა გამოეყენებინათ ლიბერალური დემოკრატიის პრინციპები. შტატების ყოფილი მაღალჩინოსნის ინტერვიუმ სახელისუფლებო გუნდი საკუთარ პოზიციაში კიდევ ერთხელ დაარწმუნა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ლოურენს უილკერსონის ინფორმაცია დადასტურებაა, რომ კონკრეტული სქემები მტრული მიზნებისთვის იყო გამოყენებული.
შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის განცხადებები ქართული ოპოზიციისთვის არასერიოზული აღმოჩნდა. თქვეს, რომ ისინი ლოურენს უილკერსონის ინტერვიუს შინაარსში შესვლას არ აპირებენ.
ოპოზიციის მიდგომა საპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს არ უკვირთ. ამბობენ, რომ ლოურენს უილკერსონის აღიარება მათი ოპონენტების ნაწილის გეგმებსაც ამხელს, რადგან ის, რაც ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოააშკარავა, საქართველოს ხელისუფლება ამ საფრთხეებს წლებია ებრძვის.
შტატების ყოფილი მაღალჩინოსნის ინტერვიუ დღეს გასაჯაროვდა. ლოურენს უილკერსონი ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის, ადმინისტრაციაში 2001–2005 წლებში მუშაობდა.