22 აგვისტო 2026,   15:07
ვრცლად
არჩილ გორდულაძე ახობაძის განცხადებაზე: ეს არის მაგალითი იმისა, რომ მათთვის სამშობლო საქართველო არ არის, სხვანაირად შეუძლებელია, ადამიანი საკუთარ სამშობლოში რაიმეს აფეთქების მომხრე იყოს

ოპოზიციის აქტივისტი საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინული კამიკაძე დრონების შემოფრენასა და ნავთობტერმინალების აფეთქებებს აანონსებს.

საუბარია აქტივისტ გიორგი ახობაძეზე რომელმაც Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ თუ საქართველოს მოსახლეობა დიდი აფეთქებების ხმას გაიგებს, არ უნდა გაუკვირდეს, რადგან ქართული ნავთობტერმინალები უკრაინისთვის უკვე სამხედრო სამიზნეებია.

"ჩვენ ვიქმნით რისკებს, ვქმნით რისკს, რომ ჩვენ ტერიტორიაზე არსებული ნავთობტერმინალები გახდეს ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები,"- აცხადებს ახობაძე.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ამ ხალხს არავითარი მორალური უფლება არ აქვს, ქართველ ხალხს ჭკუა ასწავლოს. 

არჩილ გორდულაძის განცხადებით, ვისაც სამშობლო უყვარს, შეუძლებელია, საკუთარ სამშობლოში რაიმეს აფეთქების მომხრე იყოს:

"ზნედაცემული ხალხი დგას ახლა კოლექტიურ "ნაცმოძრაობაში" და რადიკალურ ფრთაზე. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი პირადი გამორჩენისთვის მზად არიან, რომ საკუთარი ქვეყანა გაწირონ. ამ ხალხის ადგილი არ არის საერთოდ არავითარ პოლიტიკაში. ამ ხალხს არავითარი მორალური უფლება არ აქვს, რომ ქართველ ხალხს ჭკუა ასწავლოს და მით უმეტეს საუბრობდეს ბომბებზე საკუთარ სამშობლოში. ეს არის მაგალითი იმისა, რომ მათთვის სამშობლო საქართველო არ არის, სხვანაირად შეუძლებელია, რომ ადამიანი საკუთარ სამშობლოში რაიმეს აფეთქების მომხრე იყოს,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

დღის ამბები