21 აგვისტო 2026,   15:00
ვრცლად
სუს-ის აკადემიის სამაგისტრო პროგრამა - სწავლის ხანგრძლივობა 1 წელია და საფასური სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება

გვანცა ესტატიშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაში ჩაბარების სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც უმაღლესმა სასწავლო დაწესებულებამ სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების მიღება დაიწყო. იურისტი და საჯარო სამართლის მაგისტრი კურიერის უყვება, რომ ახალი გამოცდილება რომელსაც ის აკადემიაში მოხვედრის შემთხვევაში მიიღებს, მას პროფესიულ წინსვლაში დაეხმარება. მაგისტრანტობის კანდიდატს გამოცდებისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში ახალი შესაძლებლობა ჩნდება. წელს პირველად, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების მიღებას იწყებს. პროგრამაზე სწავლას 20 მდე სტუდენტი შეძლებს. ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები, ფიზიკური და ტაქტიკური მომზადება და ფსიქოლოგიური ტრენინგები- ეს იმ მიმართულებების არასრული ჩამონათვალია რომელსაც სამაგისტრო პროგრამა აერთიანებს.

აკადემიაში სწავლის გასაგრძელებლად სტუდენტს ბაკალავრის დიპლომი უნდა ჰქონდეს. სამაგისტრო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მსურველებმა აკადემიის შიდა გამოცდებიც უნდა ჩააბარონ. სწავლება აკადემიაში ინტეგრირებულია. სტუდენტებს საშუალება ექნებათ თეორიულ სწავლასთან ერთად კვალიფიკაცია პრაქტიკული სწავლებებით აიმაღლონ.

სამაგისტრო პროგრამა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

რეფორმების შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მოიპოვა. აკადემიის და სამაგისტრო პროგრამის მთავარი მიზანი- უსაფრთხოების სფეროში მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაა.

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა 1 წელია. საფასური სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

დღის ამბები