რუსეთის ხელისუფლება უკრაინას "სუვერენიტეტის დარღვევაში" ადანაშაულებს. კრემლი ამტკიცებს, რომ დარტყმა განხორციელდა შავ ზღვაში უკრაინული საზღვაო დრონებით რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ორ ტანკერზე.
სანქცირებული "კაი როსი" და "ვირატი" გამბიის დროშის ქვეშ ცურავდნენ და სავარაუდოდ 70 მილიონი დოლარის ნავთობი გადაჰქონდათ.
შემთხვევას გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი. ერდოღანის თქმით, კომერციული გემების მიზანში ამოღება მიუღებელია.