გზის მშენებლობა მიმდინარეობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში -პროექტის ფარგლებში, იგება ასფალტ-ბეტონის საფარი. ასევე, მოეწყო - სანიაღვრე არხები, ხიდები და ნაპირსამაგრები.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების ღირებულება 2,5 მილიონ ლარზე მეტია.