გურიის შავი ზღვის სანაპიროზე დასუფთავების სამუშაოები გრძელდება. სანაპირო ზოლსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წარმოქმნილი ნარჩენი ურეკის სპეციალურ სადგურზე გროვდება, შემდეგ ოზურგეთში არსებულ ნაგავსაყრელზე გადადის, იპრესება და მიწის საიზოლაციო ფენით იფარება.
რეგიონში "მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" მუშაობის პრინციპს ადგილზე გაეცნენ ხელისუფლების წარმომადგენლები.