06 აგვისტო 2026,   17:02
ვრცლად
"კრისტალ ჯგუფის" ხელმძღვანელი ბრალის წარდგენისა და სასამართლო პროცესის მოლოდინშია

ბრალის წარდგენისა და სასამართლო პროცესის მოლოდინშია "კრისტალ ჯგუფის" ხელმძღვანელი, რომელიც დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. ვლადიმერ სტეფანიანს გამოძიება ედავება ბაკურიანში, ნებართვის გარეშე, 5 სასტუმროს, კერძო საბაგიროს, სათხილამურო ტრასისა და ტობოგანის მოწყობას.

გამოძიების ინფორმაციით, უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინა, ამ ეტაპისთვის კი დადგენილია მილიონ 895 ათასამდე ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი.

გამოძიება 3 მუხლით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბიზნესმენს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები