19 აგვისტო 2026,   21:27
ვრცლად
ირაკლი ჩიქოვანი სამხედრო ბაზების მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

ირაკლი ჩიქოვანი, სამხედრო ბაზების მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. თავდაცვის მინისტრმა სპეციალური ოპერაციების, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

სპეციალური ოპერაციების სარდლობის ცენტრი, 24 ახალ შენობასა და 3 ძველი შენობის რეაბილიტაციას მოიცავს. ამ დროისათვის, თითქმის დასრულებულია ყაზარმების, სასწავლო კორპუსების, რეინჯერთა სკოლის, სასადილოს, ლაზარეთის, მულტიფუნქციური სპორტული მოედნის, ავტოპარკის, საცავების, ვერტოდრომის, საქვაბეების მშენებლობა და შიდა და გარე სარემონტო სამუშაოები.

რაც შეეხება ავიაციასა და საჰაერო თავდაცვის სარდლობას, პროექტი უკვე მეორე ეტაპზეა გადასული, რაც კომუნიკაციების დასრულებასა და გარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს მოიცავს.

დღის ამბები