14 აგვისტო 2026,   13:42
ვრცლად
"იგი იკავებდა უმაღლეს თანამდებობას პროკურატურაში და იყო ერთ-ერთი შემოქმედი იმ სისხლიანი რეჟიმისა, რომელიც 2003-2012 წლებში საქართველოში მძვინვარებდა, ზუსტად ეს არის მზია ამაღლობელის ე.წ. ადვოკატი" - არჩილ გორდულაძე მაია მწარიაშვილზე

დეზინფორმაციად და სიცრუედ აფასებს "ქართული ოცნება" ევროსაბჭოში, მზია ამაღლობელის ადვოკატის განცხადებებს. მაია მწარიაშვილი სიტყვით გამოვიდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, სადაც ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრიზი უკრაინელ ჟურნალისტს, მაქსიმ ბუტკევიჩს გადაეცა. კანდიდატებს შორის დასახელებული იყო მზია ამაღლობელიც.

მწარიაშვილმა ისაუბრა ამაღლობელის საქმეზე და თქვა, რომ ის პოლიტიკური ნიშნით იდევნება და უკანონო პატიმრობაშია.

"ქართულ ოცნებაში" დღეს ადვოკატის განცხადებებს სიცრუე უწოდეს და განაცხადეს, რომ რომ დანაშაული ფაქტებით არის დადასტურებული.

"მწარიაშვილი თავისი პროკურორობის პერიოდში როგორიც იყო, გამორჩეული, საზოგადოებამაც ძალიან კარგად იცის. იგი იკავებდა უმაღლეს თანამდებობას პროკურატურაში და იყო ერთ-ერთი შემოქმედი იმ სისხლიანი რეჟიმისა, რომელიც 2003-2012 წლებში საქართველოში მძვინვარებდა.

სისტემატური და სიმპტომატურია, რომ ზუსტად ეს არის მზია ამაღლობელის ე.წ. ადვოკატი და იგი საუბრობს საქართველოს თაობაზე, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებზე და სასამართლოსთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც მარტივად წარმოვიდგინოთ, რომ თურმე საფრანგეთში არ არის შესაძლებელი და კანონდარღვევაა, რომ პრეზიდენტს სილა გააწნა და ამისთვის 14 თვით პასუხისმგებლობა არის დაკისრებული კონკრეტული ადამიანისთვის, იმ ადამიანისთვის, ვინც ითანამშრომლა სასამართლოსთან, პროკურატურასთან, ხოლო საქართველოში ზუსტად ანალოგიური ქმედებისთვის, როცა სამართალდამცავ ორგანოს წარმომადგენელს სილა გააწნეს, თურმე ეს არის ე.წ. სინდისის პატიმრობა. ეს არის ზუსტად ის უსინდისობა, რითაც გამორჩეული არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე. 

დღის ამბები