გიორგი გახარიამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში დაადასტურა, რომ გერმანიაში ბინადრობის უფლება მიიღო, რომელიც მოიცავს მუშაობის უფლებას.
შეგახსენებთ, აღნიშნულ საკითხზე "კურიერმა" ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, რასაც პარტიაში არ ადასტურებდნენ.
ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ბუჩუკური, რომელმაც "რუსთავი 2-ის" მისამართით კრიტიკული შეფასება დაწერა. მას შემდეგ კი, რაც გახარიამ თავად დაადასტურა "კურიერის" ინფორმაცია, პარტიაში შეფასება აღარ გაკეთებულა.