19 აგვისტო 2026,   21:27
ვრცლად
გიორგი გახარიამ გერმანიაში ბინადრობის ნებართვა მიიღო - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გახარია ქვეყნიდან გაქცევით, საკუთარ ამომრჩეველს და თანაგუნდელებსაც გაექცა

თვეების წინ საქართველოდან გერმანიაში წასულმა გიორგი გახარიამ, გავრცელებული ინფორმაციით, ბინადრობის ნებართვა მოიპოვა. ირკვევა ისიც, რომ ექსპრემიერს ერთ-ერთ უცხოურ ბანკში ანგარიშის გახსნაც სურს. რაშიც მას თანაპარტიელი - ანა ბუჩუკური ეხმარება.

გახარიას პოლიტიკურ საქმიანობას და ტაქტიკას უწონებენ "ლელოში". სააკაშვილის გუნდისთვის კი აშკარაა, რომ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს, ქვეყანაში დაბრუნება არ სურს.

მზადება ხანგრძლივი პოლიტიკური ემიგრაციისთვის - "ქართული ოცნებაში" ამბობენ, რომ გიორგი გახარია ქვეყნიდან გაქცევით, საკუთარ ამომრჩეველს და თანაგუნდელებსაც გაექცა. სახელისუფლებო გუნდიდან ექსპრემიერს დღეს წარსული და არაერთხელ შეცვლილი ჩვენებაც შეახსენეს.

როდის დაბრუნდება გიორგი გახარია საქართველოში? - შეკითხვა ისევ პასუხგაუცემელი რჩება.

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები