19 აგვისტო 2026,   16:42
ვრცლად
"ვულოცავ საქართველოს, ვულოცავ ყველა ქართველს, საქართველოს ყველა მოქალაქეს კონსტიტუციის მიღების 30 წლისთავს" - პაატა სალია

იუსტიციის მინისტრი საზოგადოებას კონსტიტუციის მიღების დღეს ულოცავს. პაატა სალიას განცხადებით, ქვეყნის უზენაესმა კანონმა დიდი გზა გაიარა, "ქართული ოცნების" მიერ განხორციელებული რეფორმის შედეგად კი, საქართველოს ევროპის მასშტაბით ყველაზე დახვეწილი კონსტიტუცია აქვს.

"ვულოცავ საქართველოს, ვულოცავ ყველა ქართველს, საქართველოს მოქალაქეს კონსტიტუციის მიღების 30 წლისთავს. ზუსტად 30 წლის წინ, ამ დღეს, 24 აგვისტოს იქნა მიღებული საქართველოს ახალი კონსტიტუცია, რომელმაც საფუძველი დაუდო ახალ რესპუბლიკას. შესაბამისად, დაიწყო სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება და ქვეყანამ დაიწყო განვითარება. რა თქმა უნდა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ უმნიშვნელოვანესი იყო 2017 წლის კონსტიტუციური რეფორმა, რომელმაც დღევანდელი სახე მისცა საქართველოს კონსტიტუციას. აქვე, იმასაც აღვნიშნავ, რომ ამ რეფორმის შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციაში არცერთი ცვლილება არ განხორციელებულა, რაც, კიდევ ერთხელ, ხელს უწყობს საქართველოს სტაბილურ განვითარებას", - განაცხადა პაატა სალიამ.

დღის ამბები