2 თვეზე ნაკლები თვითმმართველობის არჩევნებამდე - არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებითთ ოპოზიციაში კვლავ განსხვავებული შეხედულებებია.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან სანიკიძე აცხადებს, რომ იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციური ამომრჩევლის დიდი ნაწილი არჩევნებზე მისვლას არ აპირებს, პარტიების "საქართველოსთვის" და "ლელოს" კანდიდატების გარჩევას აზრი არ აქვს.
"როდესაც ოპოზიციური ამომრჩევლის, მინიმუმ, 70-75% ამბობს და იზიარებს იმ პოზიციას, რომ 4 ოქტომბრის ე.წ. არჩევნები არის ფარსი და არ აპირებს საარჩევნო უბანზე მისვლას, იქ უკვე კანდიდატების გარჩევას აზრი არ აქვს. საერთოდ არ შევალ შეფასების პროცესში," - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
პარტია "საქართველოსთვის" წევრი, თამარ კეკენაძე კი კოლეგებს ურჩევს განაცხადონ, თუ რას აპირებენ ბოიკოტის ფარგლებში.
"ოპოზიციონერ ბოიკოტისტს კოლეგებს ვურჩევდი რომ, პირველ რიგში, მათ გვითხრან, რას აპირებენ ბოიკოტის ფარგლებში, არ ინერვიულონ, ნუ ინერვიულებენ ჩვენზე, შეუძლიათ დამშვიდდნენ. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რომ ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ გვერდზე გადაგვედო პარტიული ინტერესი და საერთო ინტერესი რაც არის ამ ქვეყნისთვის, - მინიმალური შანსი მაინც შევინარჩუნოთ ევროპული მომავლის, - ჩვენ ეს დავაყენეთ ყველაზე მაღლა," - განაცხადა თამარ კეკენაძემ.