ლიტერატურული კონკურსი "მაჩაბელი 2025" დასრულდა.
შემაჯამებელი საღამო და გამარჯვებულთა დაჯილდოება გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატულ თეატრში გაიმართა.
გამარჯვებულები 6 ნომინაციაში გამოვლინდნენ და ავტორებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, ფულადი ჯილდოც გადაეცათ.
ლიტერატურული კონკურსი " მაჩაბელი" წელს მეხუთედ გაიმართა.