თბილისი მსოფლიო პოპვარსკვლავს მასპინძლობს - სულ რამდენიმე საათი რჩება ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტამდე. დასამახსოვრებელი შოუ "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება.
სპეციალურად ამ კონცერტის გამო დღეს ავტობუსების ნაწილი და მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს.
ამასთან, "სთარინგ ჯორჯიას" პროექტების მენეჯერი, ციცი იაშვილი იმ რეკომენდაციებზე საუბრობს, რაც უნდა გაითვალისწინონ მსმენელებმა კონცერტზე მისვლისას.
"საორგანიზაციო ჯგუფის თხოვნა იქნება, არ დაგვავიწყდეს წყალი, აუცილებლად წავისვათ მზისგან დამცავი საშუალება, აუცილებლად ჩავიცვათ კომფორტულად. ტერიტორიაზე არ იქნება პარკინგი, შესაბამისად, ყველას ვთხოვ ეს ფაქტი გაითვალისწინოს. ასევე, იქნება Cashless-ი, ანუ მოხმარებიდან ამოღებული იქნება Cash-ის მიმოქცევა და გადახდა იქნება შესაძლებელი მხოლოდ პლასტიკური ანგარიშის მეშვეობით. გარდა ამისა, ტერიტორიაზე არ იქნება შემნახველი საკნები, ამიტომ ყველას ვთხოვ, რომ განსაკუთრებით მიაქციოს ყურადღება აკრძალულ ნივთებს, რადგან შემოსვლისას არ შეიქმნას რაიმე უხერხული მდგომარეობა," - ამბობს "სთარინგ ჯორჯიას" პროექტების მენეჯერი, ციცი იაშვილი.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი