08 ივლისი 2025,   09:30
ვრცლად
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით "კოკაინი" ამოიღო - დაკავებულია თურქეთის მოქალაქე

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით "კოკაინი" ამოიღო. - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულია თურქეთის მოქალაქე.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 150 გრამამდე კოკაინს 56 წლის მამაკაცი სახლში ინახავდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1969 წელს დაბადებული ჰ.ა. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ექვს შეკვრად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 150 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს:, - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები