19 აგვისტო 2026,   23:16
ვრცლად
"ფატალური შემთხვევების რისკები დაყვანილია მინიმუმამდე" - შრომის ინსპექციის სამსახურის ახალი მონაცემები

"ფატალური შემთხვევების რისკები დაყვანილია მინიმუმამდე" - შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, სამუშაო პროცესში ფატალური შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამუშაო ადგილებზე მონიტორინგის დაწყების შემდეგ, მსგავსმა შემთხვევებმა 44%-ით იკლო. სამსახური ზედამხედველობას წინასწარი შეტყობინების გარეშე ახორციელებს.

მხოლოდ მიმდინარე წელს, შრომის ინსპექციამ 1581 აქტივობა განახორციელა, რომელიც დამსაქმებლებისთვის გაფრთხილების მიცემას, საქმიანობის შეჩერებას, დაჯარიმებას და შემოწმების აქტს გულისხმობს. სისტემატური ინსპექტირების შედეგებზე, შრომითი უფლებების და უსაფრთხოების გაუმჯობესებულ პირობებზე საუბრობენ პროფესიული კავშირების გაერთიანებაში.

ინსპექციის მხრიდან გეგმურად შემოწმებული ობიექტების რაოდენობა ყოველ წლიურად იზრდება. მხოლოდ გასულ წელს, 1078 დაწესებულება შემოწმდა. სამსახურის პრიორიტეტია სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციული შემთხვევების გამოვლენა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაა.

შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, ეკონომიკური საქმიანობის ნებისმიერ ობიექტზე შევიდეს და შრომითი ნორმების დაცვის მიმართულებით ზედამხედველობა განახორციელოს. საქართველოში შრომის ინსპექტირების მექანიზმის ჩამოყალიბების პროცესი 2015 წლიდან დაიწყო.

დღის ამბები