08 აგვისტო 2026,   17:44
ვრცლად
გელათის სამონასტრო კომპლექსში, მთავარი ტაძრის დროებითი გადახურვა სრულდება - პროცესს კულტურის მინისტრი გაეცნო

გელათის სამონასტრო კომპლექსში, მთავარი ტაძრის დროებითი გადახურვა სრულდება. სამუშაოებს გერმანელი კონსტრუქტორები ატარებენ. დღეს დროებითი გადახურვა ტაძრის გუმბათზე განთავსდა.

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის წევრების განცხადებით, რამდენიმე კვირიანი შეფერხება, რომელიც მასალის მოწოდებასთან იყო დაკავშირებული, აღმოფხვრილია და სამუშაოები მიმდინარე კვირას დასრულდება. პროცესს კულტურის მინისტრი გაეცნო.

დღის ამბები