შიდა ქართლში, გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი ასფალტის ახალი საფარის დაგებას, სანიაღვრე სისტემის მიერთებებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობას ითვალისწინებს. ამჟამად, გზის 412-მეტრიან მონაკვეთზე, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 400 000 ლარს შეადგენს.