19 აგვისტო 2026,   23:21
ვრცლად
საქსტატის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის ტენდენცია 2025 წლის დასაწყისშიც შენარჩუნდა

საქსტატის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის ტენდენცია 2025 წლის დასაწყისშიც შენარჩუნდა.

მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ფონზე, მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.8%-ით განისაზღვრა. ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი სხვადასხვა სექტორმა შეიტანა.

აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებით, 2025 წლის ეკონომიკური მაჩვენებლები ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას ადასტურებს. ამბობენ, რომ მიმდინარე ტენდენცია დადებითად აისახება საინვესტიციო კლიმატზე და სხვა ბენეფიტებთან ერთად ხელს შეუწყობს ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას.

ექსპერტების შეფასებით, მიმდინარე ტენდენციები ქვეყნის განვითარების პოზიტიური დინამიკის მაჩვენებელია, რაც ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დონეზე ნდობის ფაქტორებს ზრდის.

2025 წლის აპრილის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს გამოაქვეყნა.

 

ავტორი: სიმონ შანავა 

დღის ამბები