19 აგვისტო 2026,   22:24
ვრცლად
ნათია თურნავა იაპონური სოციალური გავლენის მქონე ჰოლდინგ Gojo & Company-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა იაპონური სოციალური გავლენის მქონე ჰოლდინგ Gojo & Company-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, ტაეჯუნ შინის შეხვდა.

საუბრის დროს, ნათია თურნავამ ყურადღება საქართველოს მდგრად და ჯანსაღ ფინანსურ სექტორზე, ასევე, ეკონომიკურ გარემოზე გაამახვილა.

ტაეჯუნ შინი საქართველოში ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის მიზნით იმყოფება.

დღის ამბები