11 აგვისტო 2026,   19:56
ვრცლად
"მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ" - არჩილ ჩიქოვანი

ბათუმის მერი გადადგა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად არჩილ ჩიქოვანმა გაავრცელა

"მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ.

ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა.
 
მინდა, მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ.
 
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო "ქართული ოცნების" დიდ ოჯახს და, რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად", - აღნიშნულია არჩილ ჩიქოვანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
დღის ამბები