19 აგვისტო 2026,   16:42
ვრცლად
"რომელიმეს ჩვენზე ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა? ჩვენზე ვაჟკაცები არიან? რუსს რომ იძახიან და უარესად ექცევი, ასე შეიძლება? იმან 20% ოკუპაცია გამიკეთა, შენ რომ გონების ოკუპაციას უკეთებ ხალხს, შეიძლება?" - ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა სიღნაღის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მეუფე იაკობმა აღავლინა. ბოდბელმა ეპისკოპოსმა მრევლს ქადაგებით მიმართა.

მეუფე იაკობი მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და გარე ჩარევებზე ისაუბრა.

"განა ნორმალურად ვიქცევით ქართველები, ჩვენ ხომ ღვთის ერი ვართ, ღვთის მადიდებელი ერი ვართ და შეიძლება ერთმანეთში ძალიან კარგი ურთიერთობები არ გვქონდეს? და გარეთ ვეძებდეთ ხალხს, რომ ჩვენი გამართლება ვიპოვოთ? ჩვენ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს და ერთმანეთი უნდა გავწიოთ, ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. რომელიმეს ჩვენზე ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა? ჩვენზე ვაჟკაცები არიან? სულ ვიბრძვით, ჩვენი ისტორია სულ ბრძოლაა. სულ გვიპრყობდნენ, მაგრამ მონები არასდროს არ ვყოფილვართ. დღეს ვისაც დასავლეთისკენ ვითომ მიმართული აქვს, თავისუფლები არიან ჩვენსავით? განა ჩვენ მოგვწონს ყველაფერი თუნდაც აქ? პირველ რიგში დაპირისპირება არ მოგვწონს, არც ის არ მოგვწონს, რომ ამ უაზრო დაპირისპირებით ვიღაცები დასაჭერები ხდებიან. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ ცუდი ის არის, ძალიან ბევრს ანალიზის უნარი არ აქვს. რასაც ჩასძახებენ უცხოელები, იმას იჯერებენ. რუსს რომ იძახიან და რუსზე უარესად რომ ექცევი, ასე შეიძლება? იმან 20% ოკუპაცია გამიკეთა, შენ რომ გონების ოკუპაციას უკეთებ ხალხს, შეიძლება?" - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

 

დღის ამბები