11 აგვისტო 2026,   18:37
ვრცლად
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 მაისიდან 5 მაისის დილამდე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

"მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხცადებაში. 

დღის ამბები