19 აგვისტო 2026,   23:16
ვრცლად
"საქართველოს სახელმწიფო ვერ ახერხებს საკუთარი საგარეო ვალის დაფარვას, აქვს მთელი რიგი ეკონომიკური და ფინანსური ტიპის პრობლემები" - გრიგოლ გეგელია

"საქართველოს სახელმწიფო ვერ ახერხებს საკუთარი საგარეო ვალის დაფარვას. აქვს მთელი რიგი ეკონომიკური და ფინანსური ტიპის პრობლემები და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აზიანებს ჩვენს მოქალაქეებს", - ამის შესახებ პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანი, გრიგოლ გეგელია საუბრობს. 

მისი თქმით, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ არ იღებდეს ინვესტიციებს და კარგავდეს იმ დაფინანსებას, რაც მას ათწლეულების განმავლობაში გააჩნდა. 

"საქართველოს სახელმწიფო ვერ ახერხებს საკუთარი საგარეო ვალის დაფარვას. აქვს მთელი რიგი ეკონომიკური და ფინანსური ტიპის პრობლემები და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აზიანებს ჩვენს მოქალაქეებს. თუ შევხედავთ ბოლო სტატისტიკას, რა მასშტაბის არის გაჭირვება, რა მდგომარეობაშია რიგითი ქართველი ადამიანი, თუ შევხედავთ ელემენტარულ სტატისტიკას, ამ ქვეყნის მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების ეკონომიკურ და სოციალურ ასპექტს, დავინახავთ, რომ ეს ქვეყანა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და მას არ გააჩნია იმის ფუფუნება, რომ არ იღებდეს ინვესტიციებს, არ იღებდეს სტრატეგიულ პარტნიორებს, კარგავდეს იმ დაფინანსებას, რაც მას ათწლეულებს განმავლობაში გააჩნდა და კარგავდეს შანსებს და შესაძლებლობებს", - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია კი ამბობს, რომ მოქალაქეები ეკონომიკური თვალსაზირისთ, ბევრად მძიმედ ცხოვრობენ დღეს, ვიდრე ეს იყო გასულ წელს. 

"საბოლოო ჯამში, თითოეული მოქალაქე, როდესაც პროდუქტის საყიდლად შედის და არ ყოფნის ფული, რომ სრულფასოვნად კვებოს საკუთარი ოჯახი და როდესაც ბავშვთა სიღარიბე კიდევ უფრო გაზრდილია, ვიდრე ეს იყო შარშან, ეს არის რეალური ციფრები და არა ის პროპაგანდა, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ, მით უფრო მაშინ, როდესაც თითოეული მოქალაქე ბევრად მძიმედ ცხოვრობს დღეს, ვიდრე ეს იყო გასულ წელს", - აცხადებს თეონა აქუბარდია.

დღის ამბები