19 აგვისტო 2026,   15:46
ვრცლად
"ეს შენი სახლია" - გიორგი ოვაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი თემაზე, როგორ ვექცევით სამყაროს, სადაც ვცხოვრობთ

როგორ ვექცევით სამყაროს, სადაც ვცხოვრობთ და რამდენად ვაცნობიერებთ, რომ ეს სწორედ ჩვენი სახლია. მთავარი სათქმელი არც ხმამაღალია და არც პირდაპირი, ის ატმოსფეროში, მზერებში, ფერებსა და სიჩუმეში იმალება.

"გაღმა ნაპირის", "სიმინდის კუნძულის", "ხიბულასა" და "მშვენიერი ელენეს" ავტორის მორიგი ნამუშევარი სახელწოდებით "ეს შენი სახლია", ხელოვნებასა და რეალობას შორის კიდევ ერთი ხიდია, რომლის საშუალებით საზოგადოება მნიშვნელოვან პრობლემას უკავშირდება. "ეს შენი სახლია" - რეჟისორ გიორგი ოვაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც ბუნების დანაგვიანებას ეხება. 

ფილმის სიუჟეტი მეგობრების გარშემო ვითარდება. ოთხი ახალგაზრდა ლაშქრობისას მნიშვნელოვან აღმოჩენას აკეთებს. ტყეში ნანახი მთლიანად ცვლის მათ ცნობიერს, გარესამყაროსა და ბუნების აღქმას.

15-წუთიანი ნამუშევარი, რომლის გავლენა გაცილებით დიდხანს გრძელდება და კინოთეატრის დარბაზსაც ცდება. როცა ფილმი მთავრდება, იწყება ფიქრი და სწორედ ამაშია კინოს ძალა, ისე ასახოს რეალობა, რომ ადამიანებს ცვლილებებისკენ უბიძგოს.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი 

დღის ამბები