5 აპრილს Expo Georgia-ს ტერიტორიაზე, EV News.ge-ს ორგანიზებით, წლის ყველაზე მასშტაბური ელექტრომობილების გამოფენა გაიმართა, რომელზეც დამსწრეთა დემოგრაფიული და ემოციური მონაცემების გაანალიზება კომპანია “SmartAds”-ის AI ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით მოხდა. ანალიზის საფუძველზე, ორგანიზატორებისთვის მარტივი გზით გახდა შესაძლებელი ისეთი ინფორმაციის გაგება, როგორებიცაა: გამოფენაზე მისული ვიზიტორების რაოდენობა, სქესი, ასაკი, მათი ემოციები, და ა.შ.
კომპანია “SmartAds”, ერთ წელიწადზე მეტია, ქართულ ბაზარზე ნერგავს ბიზნესების ეფექტური განვითარებისთვის საჭირო AI ტექნოლოგიას, რომელიც სავაჭრო თუ საკვებ ობიექტებზე, კულტურულ და სოციალურ სივრცეებში, ინოვაციურ პროგრამულ უზრუნველყოფაზე მომუშავე ჭკვიანი კამერების საშუალებით, ბიზნესების მფლობელებს დროულად, დამატებითი სოციოლოგიური თუ მარკეტინგული კვლევების გარეშე, აწვდის სტატისტიკურ ინფორმაციას მომხმარებლების რაოდენობის და მათი დემოგრაფიული მახასიათებლების შესახებ. აღნიშნული სახის ინფორმაცია ბიზნესების მფლობელებს ეხმარებათ, განსაზღვრონ, თუ მოსახლეობის რა სეგმენტი სარგებლობს ძირითადად მათი მომსახურებით, რა ემოციებს იწვევს ობიექტზე შემსვლელ ადამიანებში იქ არსებული გარემო, პროდუქცია და/ან მომსახურება, რომელია ობიექტის ცივი და ცხელი წერტილები, დატვირთვის საათები და ა.შ. ეს მათ მარკეტინგის სწორად წარმართვასა და მომსახურე პერსონალის რესურსების საჭიროებისამებრ გადანაწილებაში ეხმარება.
აღსანიშნავია, რომ “SmartAds”-ის პროგრამული უზრუნველყოფა იცავს კონფიდენციალურობის უმაღლეს ხარისხს. AI ტექნოლოგია არ იმახსოვრებს სახეებს და/ან პიროვნების შესახებ სენსიტიურ მახასიათებელს. იგი მიღებულ ინფორმაციას გარდაქმნის სტატისტიკად, რომელზე წვდომაც ექსკლუზიურად დამკვეთ მხარეს აქვს. ზემოთ ჩამოთვლილ სარგებელთან ერთად, AI ტექნოლოგია სრულად იცავს პერსონალურ მონაცემებს და შეესაბამება ევროკავშირის მიერ დადგენილ რეგულაციებს.
(R)