დეპუტატს პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლა ერთჯერადად შეეძლება, რაზეც მას თანხმობას პარლამენტის თავმჯდომარე მისცემს.
შალვა პაპუაშვილმა ახალი რეგლამენტის პროექტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.
როგორც მან განმარტა, ცვლილებები წინა მოწვევის პარლამენტის დროს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიხეილ სააკაშვილთან შესვლისა და შეხვედრების პრაქტიკამ განაპირობა. შალვა პაპუაშვილის თქმით, რეგლამენტი დაკონკრეტდა, რათა აღარ იყოს ინტერპრეტაცია, "თითქოს პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლაზე ვინმეს აბონემენტი აქვს გამოწერილი".