27 აგვისტო 2026,   22:55
ვრცლად
"ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა უკრაინა და ეს ყველაფერი ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას" - კახა კალაძე

"ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა უკრაინა და ეს ყველაფერი ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას," - ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ უკრაინაში ომის დაწყების 3 წლისთავთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე თქმით, უკრაინამ ძალიან რთული წლები გადაიტანა, "ქართულმა ოცნებამ" კი ამ ყველაფრის თავიდან არიდება შეძლო.

"გახსოვთ, თუ რამხელა შემოტევა იყო იმ უსამშობლო რადიკალების მხრიდან, რომლებიც გარედან ფინანსდებოდნენ - აგენტურა მაქვს მხედველობაში, ასევე, გარეთა ძალები და "გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები".

ამასთან დაკავშირებით, აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი ისაუბრა და მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა "დიფ სთეითის" დამარცხებაა, რასაც ჩვენ მხოლოდ მივესალმებით.

ძალიან რთული იყო ეს სამი წელი. უკრაინაზე მინდა ვთქვა ორი სიტყვა: ხედავთ, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში: დაკარგული ტერიტორიები, უამრავი გარდაცვლილი მშვიდობიანი მოსახლეობა, ჯარისკაცები, განადგურებული ქალაქები, სოფლები, ინფრასტრუქტურა... ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა უკრაინა და ეს ყველაფერი ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას," - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები