13 ივნისი 2026,   15:15
ვრცლად
თბილისში ახალგაზრდა გოგო მოკლეს

თბილისში, ლილოს დასახლებაში 20 წლამდე გოგო მოკლეს. რა გახდა მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

დღის ამბები