31 აგვისტო 2026,   22:02
ვრცლად
"ევრობარომეტრის" შედეგები - ევროპარლამენტის კვლევით, გამოკითხულთა 58% მომავალს პესიმისტურად უყურებს

ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა, 27 000-მდე გამოკითხული მოქალაქე და პესიმისტური განწყობები, რომლებიც ევრობარომეტრის ანგარიშში აისახა. როგორ უყურებენ ევროპელები საკუთარ მომავალს? ევროპარლამენტის კვლევის მიხედვით, პასუხი დამაიმედებელი არ არის - გამოკითხულთა 58% მომავალს პესიმისტურად უყურებს, 44% გაურკვევლობაშია, 29% კი, უახლოეს წლებში ცხოვრების დონის გაუარესებას ელოდება. დამაიმედებელი არც გერმანიის შემთხვევაა. მეტიც, ამ ქვეყანაში მსოფლიოს მომავალს პესიმისტურად უკვე 69% უყურებს. კვლევის მიხედვით, მთავარ გამოწვევებად სახელდება ინფლაცია, ფასების ზრდა და ეკონომიკური პრობლემები.

შედეგები, რომლებიც ევროპარლამენტის ფართომასშტაბიანმა კვლევამ აჩვენა, თბილისში არ უკვირთ. მმართველი გუნდი იმ გადაწყვეტილებებზე საუბრობს, რომლებსაც ევროპელი ლიდერები იღებენ და რომელთა შედეგადაც მოსახლეობა სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დგას. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ევროპელი ხალხი საკუთარ პოზიციას ხმამაღლა აფიქსირებს და ევრობიუროკრატების ნაბიჯებს იწუნებს, რაზეც კვლევის შედეგებიც მეტყველებს.

ევროპელები პრობლემებზე ღიად საუბრობენ, თუმცა ქართულ ოპოზიციას იმის აღიარება მაინც უჭირს, რაც შავით თეთრზე თავად ევროპარლამენტმა დაწერა. "ნაციონალური მოძრაობა" ოფიციალურ სტატისტიკას მანიპულაციას უწოდებს.

ეკონომიკა, ენერგორესურსები, მიგრაციული პოლიტიკა, ტერორიზმი, რადიკალიზმი - "ქართული ოცნება" იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელთა წინაშეც ევროპა ევროპელმა ლიდერებმა დააყენეს.

პოლიტიკური პრიორიტეტები, ევროკავშირი, ფასები, ეკონომიკა - ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელიც ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა, არაერთ მიმართულებას მოიცავს. შედეგები კი აჩვენებს, რომ ამ მიმართულებებით გამოკითხული ევროპელების განწყობები პესიმისტურია.

დღის ამბები