29 აგვისტო 2026,   04:55
ვრცლად
აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა სენატორი ელიზაბეთ უორენი სავალუტო ბაზრების პრინციპების არცოდნაში დაადანაშაულა

აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა დემოკრატი სენატორი ელიზაბეთ უორენი სავალუტო ბაზრების პრინციპების არცოდნაში დაადანაშაულა.

სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა დემოკრატ სენატორ ელიზაბეთ უორენისგან მიღებულ წერილზე ისაუბრა, რომელშიც კანონმდებელმა ეჭვქვეშ დააყენა აშშ-ის ხაზინის მიერ იაპონიასთან განხორციელებული სავალუტო ტრანზაქციების მიზანშეწონილობა და ფორმა.

"ჩემდამი გამოგზავნილ ბოლო, დილეტანტურ წერილში სენატორმა ელიზაბეთ უორენმა ნათლად აჩვენა, რომ სავალუტო ბაზრებში კიდევ უფრო ნაკლებად ერკვევა, ვიდრე საბანკო საქმეში.
არანაკლებ შოკისმომგვრელია, თუმცა სრულიად ლოგიკური, რომ მედიის არცერთ წარმომადგენელს არ აღმოაჩნდა ფინანსური ბაზრების ისეთი ელემენტარული ცოდნაც კი, რომ მისი ეს უხეში შეცდომა შეემჩნია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: პრეზიდენტ ტრამპის პირობებში, შეერთებული შტატები ამერიკის სანდო პარტნიორების მხარდაჭერასა და მათი ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს.

საკითხის უკეთ გასაგებად სენატორ უორენს ვურჩევ მან და მისმა გუნდმა საერთაშორისო ფინანსების ნებისმიერი საწყისი კურსი გაიარონ, ან შემიძლია პირადად ჩავუტარო ტუტორიალი თემაზე - "უცხოური ვალუტა დამწყებთათვის". მიუხედავად იმისა, რომ დიდი მოლოდინი არ მაქვს, მაინც ვიმედოვნებ, მის მომდევნო წერილში გამოჩნდება, რომ მან უკვე გაარკვია სხვაობა ვალუტის შესყიდვას, სავალუტო სვოპსა და სესხს შორის", - წერს ბესენტი.

 

ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები