ინდონეზიაში ბორნის ჩაძირვის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. სამაშველო სამსახურმა 6 მგზავრის გადარჩენა მოახერხა, 19-ს კი ამ დრომდე ეძებენ. შემთხვევა კუნძულ სურავესთან მოხდა. ბორნის ჩაძირვის მიზეზი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.
ბორანი ინდონეზიაში კუნძულებს შორის გადაადგილების ყველაზე მარტივი საშუალებაა, თუმცა უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის და დაშვებულზე მეტი მგზავრის გადაყვანის გამო უბედური შემთხვევები ხშირია.