სიძულვილის ენის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 000 ლარით დაჯარიმდა თამარ გიორგაძე, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.
თავად გიორგაძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
"მოსამართლე ქოჩრიანმა გამოიტანა გადაწყვეტილება, 3 000 ლარით დამაჯარიმა. მე არ მივიჩნევ თავს დამნაშავედ. ეს იყო ჩემი ემოციური რეაგირება," - აღნიშნა თამარ გიორგაძემ.