29 ივნისი 2026,   19:47
ვრცლად
ისრაელის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების გამო აზერბაიჯანი შეშფოთებას გამოთქვამს

სომეხთა გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანი შეშფოთებას გამოთქვამს და ისრაელს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს.

"1915 წლის მოვლენების გარშემო არსებული ისტორიული ფაქტების დამახინჯება და კომპლექსური ისტორიული საკითხის პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე დაყვანა მყარი სამართლებრივი ან სამეცნიერო საფუძვლის გარეშე, მიუღებელია.

მსგავსი ქმედებები არ უწყობს ხელს შერიგებას ან ურთიერთგაგებას. ამის ნაცვლად, ეს აღრმავებენ არსებულ განხეთქილებას და ძირს უთხრის ძალისხმევას რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად.

მოვუწოდებთ ისრაელის მთავრობას, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას.

აზერბაიჯანი მტკიცედ ერთგული რჩება ისტორიული სიმართლის დაცვის, საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემისადა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის.- აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში", - აღნიშნულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ისრაელის ხელისუფლებამ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონ საარის განცხადებით, ამ ნაბიჯით ისრაელი შეუერთდა იმ 32 სახელმწიფოს, რომელთაც ეს ფაქტი უკვე აღიარებული აქვთ.

ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები